Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“4 ოქტომბრის ეროვნული კრების მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და „ქართული ოცნება“”- რას ამბობს პაატა ბურჭულაძე

November 18, 2026
“4 ოქტომბრის ეროვნული კრების მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და „ქართული ოცნება“”- რას ამბობს პაატა ბურჭულაძე

მზად ვარ, ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ 4 ოქტომბრის ისტორიული დღის შესახებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პაატა ბურჭულაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, რომლითაც ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

როგორც ბურჭულაძე წერს, რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა.

„მინდა, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს:

„ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო 4 ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ასობით ათასმა მოქალაქემ კენჭი უყარა „ოცნების“ მთავრობის არალეგიტიმურობას, ერთხმად შეუწყვიტა მათ ლეგიტიმაცია. მინდა, მოგახსენოთ, რომ ზუსტად ეს არის მშვიდობიანი დამხობა, რის დანაშაულად გამოცხადებასაც თქვენ ცდილობთ და ეს მშვიდობიანი დამხობა 4-ში დავიწყეთ, 4-შივე დავამთავრეთ. რასაც მყისიერად მოჰყვა „ოცნების“ არაღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სამართლიანი იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოზე მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ადგილები რომ გაცვალონ.

მინდა, შეგახსენოთ, შეიძლება, დავიწყებული გაქვთ ან გამოგრჩათ, თუ რისი უფლება აქვს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს. ჰკითხეთ ყველაზე ცნობილ კონსტიტუციონალისტს, ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც შექმნა ის კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ უნდა იცავდეთ. ბატონი ვახტანგი გვიხსნის და განგვიმარტავს: კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური, მით უმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ ლახავს ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას – ადამიანის უფლებებს.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას, მზად ვარ, ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ. ჩემზე კარგად ამ ინფორმაციას ვერავინ ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, არამედ უფლებაშეზღუდული, თავისუფლებაწართმეული და ცვლილებების აუცილებლობის მსურველ მოქალაქეთა მიერ პროტესტის დემონსტრირება, რომლის მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და „ქართული ოცნება“. რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა, გარწმუნებთ, ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თუ 4 ოქტომბერზე კიდევ გექნებათ შეკითხვები, მოგინდებათ ჩემგან სრული ინფორმაციის მიღება“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კანონი შეიცვალა: ღამით მანქანების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა – რა ჯარიმები ელოდებათ მძღოლებს?
  • ბინაში ფარულად შეაღწია, მოიპარა 6 580 ევრო, 32 000 დოლარი და ძვირფასეულობა – ბათუმში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge