Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

November 17, 2026
ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და ჟურნალისტი ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2023 წლებში, თბილისში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში უშუალოდ იყო ჩართული და უკანონო შემოსავლიდან მატერიალურ სარგებელს იღებდა ელისო კილაძე, რომელიც ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების, ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტული დანაშაულებრივი დაჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ განახორციელეს დაუფლებული კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია. მიღებული შემოსავალი განათავსეს უკანონო საქმიანობაში ჩართული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და მოხმარდა დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ასევე მიმართეს ქონებების შესაძენად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი წარმომავლობის აქტივები – ორი ავტომანქანა და 30 000 აშშ დოლარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
  • “ვაიმე, ეს რა ხდება, გადაგვჯეკეს” – რა კადრები ვრცელდება მეტროდან
  • “დავაკავეთ პირი, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში უნებართვოდ შესვლას ცდილობდა და დაცვაზე იძალადა”- შსს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge