ცნობილია 31 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც ლაგოდეხში, დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.
გამოცემის “მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მამაკაცი იმრახ ქაზუმოვია.
ის კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ყარაჯალას მცხოვრები იყო. ახალგაზრდა კაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
