Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“„ლელოს“ წარმომადგენლები ისე მოიხსენიებენ მოსამართლეებს, უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე

November 17, 2026
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში უდანაშაულობა დაამტკიცოს, თუმცა თავად აქვს დანაშაული აღიარებული…” – რას ამბობს არჩილ გორდულაძე

„ლელოს“ წარმომადგენლები ისე მოიხსენიებენ მოსამართლეებს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია – მათი თითოეული ნათქვამი არის საქართველოს კონსტიტუციის და სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემლობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლების მხრიდან ტყუილი ისევ გრძელდება.

„ლელოს“ წარმომადგენელი დღეს საუბრობდა, არ გვითქვამს, ჩვენთან რა შუაშია ალეკო ელისაშვილიო. ჯერ ერთი, რომ ეს თქვეს და მერე მეორე, ეს პასუხი იმიტომ გააჟღერეს სხდომის დარბაზში, რომ ამაზე მივუთითეთ და ტყუილში ვამხილეთ. მოსამართლეს ბატონ სიორიძესთან კითხვა ჰქონდა, რომ შეიცვალოს ალეკო ელისაშვილის მსჯავრი და გადაკვალიფიცირდეს სხვისი ნივთის დაზიანებად, ეს შეფასდება თუ არა ისევ პოლიტპატიმრადო და პასუხი იყო, „დიახ, ისევ პოლიტპატიმარია“. ანუ დაადასტურეს, რომ „ლელოსთვის“ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რა მსჯავრი ან რა ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, უბრალოდ, მათ ასე მიაჩნიათ. მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რადგან ისინი არ ენდობიან. ისინი თანაზიარები არიან „ნაცმოძრაობის“, „ახლის“ და გახარიას პარტიის. სულ ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ენდობიან.

რაც შეეხება გარეთ გაკეთებულ განცხადებებს – ისინი ისე მოიხსენიებენ მოსამართლეებს, სასამართლოს ზოგადად, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია. მათი თითოეული ნათქვამი არის საქართველოს კონსტიტუციის და სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემლობა. საუბრობდნენ მათ შორის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ლამის წამოსცდათ, თითქოს, 300 000 მოარული ადამიანი არსებობდა, რომელიც სხვადასხვა უბანზე დადიოდა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმას აძლევდა. ამასაც კი იტყოდნენ, უბრალოდ, მთლად ასეთ სიგიჟეში ვეღარ გადავიდნენ, იმიტომ, რომ ეს უკვე გაჭრილი კარტია და ამასაც ვერ იტყოდნენ. ტყუილი, ისევ და ისევ იგივე გრძელდება,“ – განაცხადა გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ასევე შესაძლებლობას იძლევა, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის” – გიორგი ზაქარაშვილი
  • “დადგინდეს შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით აი ის სტანდარტები, რომლითაც ჩვენ ახლა დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე უნდა დავიცვათ თავი” – ზაზა ბიბილაშვილი
  • „მდინარაძე ივანიშვილისა და კობახიძის დავალებით მოქმედებდა, მასზე გამოძიება ივანიშვილზე გამოძიებას ნიშნავს“ – კუკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge