Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

November 17, 2026
ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

ადგილობრივები გამოცემასთან ყვებიან, რომ რაფი ორუჯოვს ყოფილ მეუღლესთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა და დიდი ხანია, რაც მათ სასამართლო დავა აქვთ.

„რაფი ორუჯოვი დაკავებულია. მას გარდაბანში ყველა იცნობს. ყველამ იცის მისი კონფლიქტები ყოფილ ცოლთან, აიგუნ მაგალოვასთან. დიდი ხანია, მათ სასამართლო დავა აქვთ, გაშორებულები არიან, მაგრამ ქმარი დედისთვის შვილების წართმევას ცდილობდა. ახლა გავიგეთ, რომ ცოლის მოკვლას გეგმავდა.

ვიცი ის, რომ ცოლთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა. რაფი ორუჯოვი ადრე გარდაბანში საკმაოდ გავლენიანი პირი იყო – “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, კირკიტაძის მარჯვენა ხელი გახლდათ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „კვირის პალიტრასთან“.

ცნობისთვის, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული ნაცნობ პირს დაუკავშირდა და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აგებს – გიგა ფარულავა
  • დაიმშვიდეთ ნერვები! – არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge