შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, რუსეთის, იემენის, ლიბანის, ნიგერიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
