Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რაც ბუნებაში არ არსებობს, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გავაკეთეთ, გამორიცხულია – მაინტერესებს, გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იღებს ტელეფონს და რეკავს სენატში: „აბა, ეს დაგვისანქცირეთ?!” – თენგო თევზაძე

November 17, 2026
რაც ბუნებაში  არ არსებობს, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გავაკეთეთ, გამორიცხულია – მაინტერესებს, გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იღებს ტელეფონს და რეკავს სენატში: „აბა, ეს დაგვისანქცირეთ?!” – თენგო თევზაძე

მართლა მაინტერესებს, გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იღებს ტელეფონს და რეკავს სენატში: „აბა ეს დაგვისანქცირეთ?!“ – ლოგიკას მოკლებულია , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სხდომებზე ფაქტობრივი ტყუილები ისმის.

„ლელოს“ მიმართაც იგივე კითხვები იქნება. გუშინ ვნახეთ გაუგონარი ამბავი – 2025 წელს „ლელომ“ თურმე არჩევნების შედეგები არ აღიარა. ეს ხომ ფაქტობრივი ტყუილია?! ანუ მთელ ოპოზიციაში კონფლიქტი იყო მაგაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევიდოდა თუ არა „ლელო“. „ეს არ აღიარა“ – ეს არის ფაქტობრივი ტყუილი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასა და „გირჩთან“ დაკავშირებით, იმ ე.წ. „გირჩის ეკლესიასთან“ დაკავშირებით – რას ნიშნავს გავემიჯნეთ?! ეს საუბარი, 2013 წელს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება 2004 წელს დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიასთან რა შუაშია?!

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, იყო ორი ტყუილი: თითქოს ელენე ხოშტარია სადღაც მოლოტოვის კოქტეილს ინახავდა, ეს ფაქტი არსად დასტურდება და ბუნებაში არ არსებობს, ეს ერთი; და მეორე, თითქოს ელენე ხოშტარია ვინმეს რამეს ესროდა. ანუ გამიჯვნა რა შუაშია, ადამიანს ხომ არ დავაბრალებთ იმას, რაც არ გაუკეთებია?! პროკურატურას საქმე არ აღუძრავს ამასთან დაკავშირებით, ბუნებაში არ არსებობს ფაქტი. როდესაც პარტია „ახალის“ ოფისში შემოვიდნენ, 4 ოქტომბრის დილას, სანამ „დროას“ ოფისში შემოვიდოდნენ, ვერაფერი იპოვეს და ათი დროშა გვქონდა ტარით და ის დროშებიც გავიტანეთ, რომ რაიმე შარი არ მოედო „ქართულ ოცნებას“. ბუნებაში რაც არ არსებობს, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გავაკეთეთ – გამორიცხულია. რაც არ უნდა ეცადოს სასამართლოს პლენუმი, რომ ჩვენ მოლოტოვის კოქტეილი ჩაგვიდოს ან თითქოს ელენე ხოშტარიამ ვიღაცას რაღაც ესროლა, ეს არ გამოუვა „ქართულ ოცნებას“.

თქვენ როგორ ფიქრობთ, სანქციები როგორ ხდება?! ჩვენ, ოპოზიციას, გავლენა აქვს ბრიტანეთის ხაზინაზე, ბრიტანეთის მთავრობაზე, სენატზე, წარმომადგენლობით პალატაზე?! „დროა“ დაასანქცირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ეფესბემ“ ერთი კვირის წინ და „ქართული ოცნება“ რატომ არ გაემიჯნა?! ავკრძალოთ „ქართული ოცნება“ ამის გამო?! რატომ არ გაემიჯნა „ქართული ოცნება“? არც ვთხოვთ, ეს პოლიტიკური პროცესია – რუსეთისთვის ჩვენ ვართ, ოპოზიცია, მტერი და ევროპა „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს საქართველოს საწინააღმდეგოდ. არჩევანი ხალხზეა – რუსეთი თუ ევროპა და ევროკავშირი.

მართლა მაინტერესებს, თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე აიღებს ტელეფონს და რეკავს სენატში, რომ აბა ეს დაგვისანქცირეთ?! ლოგიკას მოკლებულია”, – აცხადებს თევზაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი საოპერო მომღერალი გიორგი ანდღულაძე იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
  • გორში, გვიან ღამით, სტალინის გამზირზე ხანძარი გაჩნდა
  • “მეტყველების უნარი წამერთვა” – ვრცელდება საგანგაშო კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესტორნიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge