Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები პროკურატურის უარს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

November 17, 2026
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები პროკურატურის უარს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

პროკურატურას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიების დაწყება არ სურს და ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ „ტვ პირველთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარე პროკურატურისგან ოფიციალურ წერილობით პასუხს ელოდება და გამოძიების არდაწყების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურას არავითარი სურვილი არ აქვს გამოძიების დაწყების. მათ უნდათ, უბრალოდ, ფორმალურად, საზოგადოებას აჩვენონ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს თანამშრომლობა გამოძიებასთან. სინამდვილეში, საქმე არის პირიქით, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას სურს საგამოძიებოსთან თანამშრომლობა ოღონდ კანონის ჩარჩოებში და კანონის მიხედვით. დაველოდებით ახლა გენერალური პროკურატურიდან პასუხს, გავიგებთ, ვის გადაეგზავნება ეს განცხადება, რომელიც გუშინ შევიტანეთ, თუ პასუხს არ გაგვცემენ და არ დაიწყებენ გამოძიებას, უკვე გადავწყვეტთ, რომ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი, რაც იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვა.

ეს არ არის არავითარი პასუხი, ეს არის უბრალოდ განცხადება მათი. განცხადებაზე ასე პირდაპირი უარი მათ არ შუეძლიათ გაგვცენ, ეს განცხადება მათ უნდა განიხილონ და აუცილებლად წერილობითი პასუხი უნდა გაგვცენ ამ განცხადებაზე”, – ამბობს სოსო ბარათაშვილი.

16 ნოემბერს პროკურატურამ განმარტა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უწყების ცნობით, გამომძიებელი ღარიბაშვილს გარემოებების დასაზუსტებლად შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

თავის მხრივ, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემისთვის მზად არის, თუკი გამოძიება ოფიციალურად დაიწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა
  • „როდესაც უსმანი ჩემთან მოვიდა, ღიმილით შევხვდი, მან კი…“ – დვალიშვილმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა
  • “არ მაქვს შესაძლებლობა ვიდეოთი მაინც შევიტყო, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ჩემი შვილი…” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge