Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

November 17, 2026
პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა, იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან და თითქოს ეს არის აფრიდონიძეზე ზეწოლა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან.

პრაიმტაიმის კითხვაზე საპასუხოდ, პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რადგან ოთარ აფრიდონიძემ შიმშილობა გამოაცხადა გუშინ, მედიაში მისი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ და არა რამდენიმე დღის წინ, როგორც ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნავს.

დადგენილი წესის შესაბამისად, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ იგი მოთავსდა მოშიმშილეთათის გამოყოფილ საკანში, სადაც განთავსებულია მარტო და იმყოფება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ.

შესაბამისად, რეალობას არ შეესაბამება მის მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული ბრალდება, თითქოს იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, ხოლო მისი თანამესაკნეები მის თვალწინ იკვებებოდნენ.

მას, როგორც მოშიმშილეს, დაწესებულებაში ჩაუტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს პენიტენციური კოდექსითა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით და არა მხოლოდ მსჯავრდებულის პირადი სურვილის საფუძველზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული უამრავი მოთხოვნა ჰქონდა „ლელოს“, ახლა უარყოფენ, რადგან, აღიარების შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაეთანხმებიან ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას – გიორგი კახიანი
  • ევრობიუროკრატები ფაქტობრივ ტყუილებსაც კი კადრულობენ, დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე არა თუ შეუძლებელია, ის არის ამ კონცეფციის ცენტრი და მთავარი ხერხი – რატი იონათამიშვილი
  • პარლამენტი შთაგონების წყაროდ იქცა ევროპული კანონებისთვის, როცა „გამჭვირვალობის“ კანონს ვიღებდით, გვაკრიტიკებდნენ, დღეს, ამ კანონების მიღება ევროპული დემოკრატიისთვის აუცილებელია – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge