Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ – თამაზ დათუნაშვილი

November 17, 2026
„როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ – თამაზ დათუნაშვილი

თბილისის მეტროდან 41 მილიონ ლარზე მეტის სავარაუდო მითვისების საქმეში დედაქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე ასეთი მასშტაბის კორუფციული სქემის არსებობა წარმოუდგენელია, — ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაშინ როდესაც პროკურატურის ინფორმაციით, 2017–2024 წლებში ჩატარებული 27 ტენდერის ფარგლებში თანხების სავარაუდო მითვისებისთვის ოთხი პირია დაკავებული.

“როგორ შეიძლება, რომ 41 მლნ მოიპაროს გაურკვეველმა ხალხმა, რომელთა სახელიც და გვარიც ოჯახის წევრების გარდა არავის არაფერს ეუბნება, ასეთმა ადამიანებმა 41 მლნ ლარი მოიპარონ უწყებიდან, რომელიც არის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში. რომელიმე თქვენს მაყურებელს შეიძლება, ამის სჯეროდეს, რომ არ ურევია მერიის მაღალჩინოსნების და თავად მერის ხელი ასეთი მასშტაბის ამბავში? ეს ხომ არ არის რაღაც 1 მლნ-ის, 100 ათასის გადაცდომა? როგორ შეიძლება, რომ ბაღებში ბავშვებს საჭმელს ჰპარავდა მისი დაქვემდებარებული პირი – მას ეს არ ეხება? როგორ შეიძლება, ახლა, მეტროს ვაგონები ვისაც უნდა გაეკეთებინა, თურმე გვერდზე ათობით მილიონს “ღუნავდა”? როგორ შეიძლება, რომ აქ კალაძის ხელი არ იყოს? შეუძლებელია! მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ აბსოლუტურ იდიოტიზმს და აბსურდს, როდესაც დაუსჯელი იქნება კალაძე. კალაძე იქნება დაუსჯელი მანამ, სანამ ბატონი ასე გადაწყვეტს”, – ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს – პროკურატურამ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა.
საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
როგორი იყო სქემა პროკურატურის მიხედვით?
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი – 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს – რატი იონათამიშვილი
  • “ამ ჩხუბში მოხდა რაღაცები, რაც ვიდეოში არ ჩანს და გარკვეული მიზეზების გამო ამაზე საუბარი ახლა არ მინდა…” – რას ამბობს საბა ლაზიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge