UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia -სთან ინტერვიუში თბილისში არსებულ საცობების პრობლემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პირველ რიგში რასაც დედაქალაქში მოაგვარებდა, ეს საცობების საკითხია.
“აუ, რას შევცვლიდი? ერთ რაღაცას – პირველ რიგში, საცობებს. ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს. სად არ ვყოფილვარ – ასეთი საცობები არასდროს მინახავს. არსად.
სტრესული პროცესია, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება გიწევს. რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები, იმისთვის, რომ მოქალაქეების ენერგია და დრო დაიზოგოს.
თან, როცა ვხედავ, რომ ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს ზოგადად თბილისში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობებიც. დიდი სიამოვნებით გადავხედავდი ქალაქის პროექტს. როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროგრამებული.
დღეს 2026 წელში ვართ, მაგრამ 2030 წელს, რა გვექნება და როგორ განვითარდება ეს მთლიანი ინფრასტრუქტურა, რომ ასეთი საცობები არ იყოს?! იმიტომ, რომ თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, ქალაქში უნდა გაიარო. არ აქვს გარედან მთლიანი სისტემა, დავუშვათ, როგორც ესპანეთშია – ავტობანები არის და ქალაქის ყველა პუნქტს თავისი შესასვლელები აქვს და ასე მოძრაობენ. წრიული ხაზებია.
თორემ ისე, ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე, აქ ცხოვრებაში… რა ვიცი”, – განაცხადა ილია თოფურიამ.
