ავტომობილი, რომლითაც გურიაში 4 ახალგაზრდა მგზავრობდა, გზიდან გადავარდა და ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა – ადგილობრივი მედიის, guria. tv ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მოხდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ოთხივე ახალგაზრდა დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
📷 გურიაTV
