Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა – ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა

November 16, 2026
ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა – ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა

ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა – ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა

ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ჩაჩავა ვენჩურული ფონდ LETA Capital-ის დამფუძნებელი და IT-კომპანია O32-ის თანადამფუძნებელია. ჩაჩავას კუთვნილი კომპანიები Yandex-ის ინვესტორები არიან. სანქციების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ჩაჩავას კუთვნილმა კომპანიებმა სააქციო საზოგადოება O23-ზე კონტროლი დაკარგეს.

ეს სააქციო საზოგადოება ონლაინპლატფორმა Ozon-ის 34.95%-იან წილს ფლობდა. Ozon-ის ცნობით, ჩაჩავა ამ კომპანიის აქციონერი 2025 წლის ზაფხულიდან იყო. ამას გარდა, ჩაჩავა ვიდეოთამაშების შემქმნელ და გამომცემელ კომპანია My.Games-საც ფლობდა, თუმცა მის მენეჯმენტისთვის მიყიდვაზე შეთანხმდა. ალექსანდრე ჩაჩავა 14 წლის ასაკში ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტექნიკური განათლება მიიღო და კარიერა IT სფეროში აიწყო.

სანქცირებულთა შორისაა რუსეთის უმდიდრესი ქალი, Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი. ევროკავშირის დასაბუთების თანახმად, Wildberries ფუნქციონირებს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელი და ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეალიზაციას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის სახელმწიფო ბანკ VTB-სთან, რომელიც უკვე იმყოფება ევროკავშირის სანქციების ქვეშ.

ტატიანა კიმთან ერთად სანქცირებულთა ახალ სიაში სულ 145 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის არიან რუსეთის ბანკები და პეტერბურგის ნავთობტერმინალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „0,5 მილიმეტრით გადავრჩი…“ – ილია თოფურია
  • სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და გასხვისების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლები ფართოვდება და მკაცრდება
  • „ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით“ – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge