Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა არ მეამაყება? უკან რომ დავბრუნდე, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებულ ფარულ სატელეფონო საუბრებს არ გამოვაქვეყნებდი, ვიღაც მოსამართლეებს არ დავნიშნავდი – უფრო მეტს დავუჯერებდი ცხონებულ კახა ბენდუქიძეს”- რას ამბობს ნიკა გვარამია

November 16, 2026
მიტინგს პოლიტიკური პარტია არ ორგანიზატორობდა – ნიკა გვარამია

რა არ მეამაყება? ბევრია ასეთი, არ ვიცი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამაზე ვისაუბრო. 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებული ფარული სატელეფონო საუბრები – იქ რომ დავბრუნდე, იმავეს არ გავაკეთებდი. ვიღაც მოსამართლეებს არ დავნიშნავდი, ასეთი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩემი დაკვირვებით, ბევრი დაგროვდა. უფრო მეტს დავუჯერებდი ცხონებულ კახა ბენდუქიძეს, ძალიან ბევრს ვკამათობდით თავის დროზე, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ის უფრო მეტჯერ იყო მართალი, ვიდრე ეს მე მეგონა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრ რამეს შეცვლიდა და გააკეთებდა სხვანაირად, თუნდაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გასწევდა, მიუხედავად იმისა, რომ “პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვისაც არაერთხელ გაუწევია წინააღმდეგობა”.

“მთავრობის წევრი ვიყავი და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისთვის, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, 37-ჯერ ვიქნებოდი დაჭერილი კანონი რომ დამერღვია, აქედან 7-ჯერ დაჭერილი ვარ, ოღონდ მთავრობაში საქმიანობისთვის არა. მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი მტკიცებულება გამოიკვლიეს.

რა არ მეამაყება? ბევრია ასეთი, არ ვიცი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამაზე ვისაუბრო. რაც მინდოდა რომ აღმენიშნა და მაწუხებს, ეს უკვე ვთქვი, თუმცა იგივე შემიძლია ვთქვა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებულ სატელეფონო საუბრებზე – ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ლეგიტიმური იყო თუ არა ეს ერთია, აქ ერთმანეთს ლეგიტიმური და ლეგალური ეჯახებიან. ლეგალურად კანონისმიერად მოპოვებული იყო, მაგრამ მიზანშეწონილი არ იყო და იქ რომ დავბრუნდე, იმავეს არ გავაკეთებდი. სხვა ფარული ჩანაწერებისგან ღმერთმა დამიფაროს. მაგრამ გახსოვთ თქვენ ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით ასეთი საკითხები იყო, გავაკეთებდი თუ არა იმავეს? არა! კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მხოლოდ სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებაზე ვსაუბრობ, დანარჩენ ნაწილში ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ რუსული სახელმწიფო გადატრიალება იყო. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი საფრთხე თავიდან აიცილა. ერთხელ ეს შეძლო, საბედნიეროდ, მაგრამ ყოველთვის ვერა.

ჩემთვის პრობლემური საკითხია ისიც, რომ ვიღაც მოსამართლეებს არ დავნიშნავდი, ასეთი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩემი დაკვირვებით, ბევრი დაგროვდა. არ დავნიშნავდი რა – ხმას არ მივცემდი, მე მოსამართლეებს არ ვნიშნავდი, იუსტიციის საბჭოს წევრი ვიყავი. კიდევ რას არ გავაკეთებდი? უფრო მეტს დავუჯერებდი ცხონებულ კახა ბენდუქიძეს, ძალიან ბევრს ვკამათობდით თავის დროზე, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ის უფრო მეტჯერ იყო მართალი, ვიდრე ეს მე მეგონა. წინააღმდეგობის გაწევითაც უფრო მეტჯერ გავუწევდი, ვიდრე ეს გამიკეთებია, ქალბატონო ევა ეს თუ გაინტერესებთ, მაგრამ ახლა 50 წლის ვარ და მაშინ 27-ის ვიყავი, ეს სხვაობაც არის. გამიწევია თუ არა წინააღმდეგობა? ალბათ, ხედავთ, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს, ზოგადად ასეთი ადამიანი არ ვარ. მათ შორის, პრეზიდენტისთვისაც გამიწევია წინააღმდეგობა და თითქმის ყოველთვის, როცა გამიწევია, პრეზიდენტი დამთანხმებია, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი. არ ვარ მარტივად დასარწმუნებელი ადამიანი, თუმცა შეცდომას თუ ვხედავ, აღიარება არ მიჭირს, მაგრამ არც ის საკითხია ჩემთვის უცხო და ვინც მიცნობს არც მათთვის, რომ არ მეშინია საკუთარი პოზიციის, ვინც არ უნდა იყოს, მისთვის თქმა. მგონია, რომ ამით ვაკეთებ მისთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესს, მე მართლაც ასე მგონია”, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ამ განცხადებას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა.

“გასაგებია არასაამაყო საქმეთა ჩამონათვალი”, – განაცხადა ნადარაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პროკურატურა გელა ძიძიკაშვილის და კიდევ სამი პირის დაკავებას ადასტურებს
  • 2004-2012 წლებზე უკეთესი და ამაზე მეტი პოზიტიური შედეგის მომტანი ხელისუფლება ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია – ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge