Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა სახეში სროლა ეს თქვენი ხელწერაა, ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს – ელენე ხოშტარია

November 16, 2026
ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა სახეში სროლა ეს თქვენი ხელწერაა, ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს – ელენე ხოშტარია

ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა რაც შეეხება ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა – ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს და ირტყმევინებით, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.

მისივე თქმით, ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე “ქართული ოცნება” იყო.

„ჯერ ჩემს ფლომასტერს დასდევდით ქიმიური ხსნარებით და ახლა „სნიკერსს“, კვერცხს, პლედს და ფოიერვერკს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: მქონდა პლედიც, აირწინაღიც, ფიზიოლოგიური ხსნარიც, სენდვიჩებსაც ვარიგებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ადამიანების მოვლას სჭირდებოდა.

ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც. თუმცა, რაც შეეხება ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა. ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით – ქიმიურ იარაღს და ირტყმევინებით. მე გითხარით და კიდევ გეტყვით, ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე, თანაც ცხოველური, ბარბაროსული, არაადამიანური, ისტორიას რომ არ დაავიწყდება ისეთი, იყო “ქართული ოცნება”.

ახლა რაც შეეხება აქციის მხრიდან ძალადობას, ვერსაიდან ვერ გამოიყვანთ ძალადობას, იმიტომ კი არა, რომ რამეს ვფუთავთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოძალადეები არ ვართ. თქვენგან განსხვავებით, არ მოგვწონს, ადამიანს რომ სისხლი სდის, არ მოგვწონს ადამიანებისთვის სახის ძვლების ჩამტვრევა, არ მოგვწონს ქალებისა თუ კაცების თმებით თრევა, არ მოგვწონს ადამიანების გაშიშვლება. ვერ ვიტანთ და ვეწინააღმდეგებით ადამიანების გაუპატიურებას და ამით მუქარას, არ მოგვწონს ადამიანების სამარშრუტო ტაქსიში გამომწყვდევა და წამება, არ მოგვწონს ცემითა და ძალადობით მიზნის მიღწევა.

ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ! და მერე რამდენიც გინდათ, სდიეთ ფოიერვერკებს, ფლომასტერებს, კვერცხებსაც და, თუ გინდათ, „სნიკერსიც“ მიამატეთ,“ – წერს ხოშტარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების წესი იცვლება
  • მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა
  • შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში – პაატა სალია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge