საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი არამდგრადი იქნება.
17 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება, 18 ნოემბრიდან კი ტემპერატურა მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შესაძლებელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან. მაღალმთიან ზონებში ტემპერატურა მინუს ნიშნულზე დაეცემა.
ოთხშაბათს დასავლეთ საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლოა მოთოვოს. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის ტემპერატურა +14-დან +19 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი +11-დან +16 გრადუსამდე იქნება.
19 ნოემბერს – ხუთშაბათს ნალექის ალბათობა გაიზრდება. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარსა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში შედარებით მაღალი დარჩება, თუმცა მთიან და მაღალმთიან რაიონებში კვლავ ცივი ამინდი იქნება.
20-22 ნოემბერი – ნალექიანი დღეები
პარასკევიდან კვირის ჩათვლით ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ხოლო მაღალმთიან ზონებში ნალექი შესაძლოა თოვლის სახით მოვიდეს.
