Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ენერგეტიკის სექტორის მიმართ გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების, მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე – მარიამ ქვრივიშვილი

November 16, 2026
ენერგეტიკის სექტორის მიმართ გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების, მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე – მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, – განაცხადა ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სექტემბრის მონაცემებით სექტორის წლიური დაკრედიტება 23%-ით არის გაზრდილი.

„მინდა, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე – ენერგეტიკის სექტორზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ ინდუსტრიაში, თუმცა, ერთიანი ძალისხმევით და აქ, რა თქმა უნდა კერძო სექტორის როლი ძალიან დიდია – ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ამ სექტორში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ამის ყველაზე ნათელი დემონსტრაცია არის ის, რომ სექტემბრის მონაცემებით, ამ სექტორში დაკრედიტება წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ნდობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ, გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების – მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ქვრივიშვილმა სექტორში სიმძლავრეების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს და ასევე გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს.

„მინდა, დიდი სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ენერგეტიკულ ქსელში დამატებით 300 მეგავატი სადგურები დაგვემატება, რომლებიც შევლენ ექსპლუატაციაში – რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქართულ, შიდა გენერაციას დამატებით 300 მეგავატი დაემატება. ეს არის სწორედ ის პროპორცია, რომელიც დააკლდება ჩვენი ქვეყნის პოტენციურად საჭირო იმპორტის საჭიროებას ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა ეს დადებითი დინამიკა ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებად ვაქციოთ. აქედან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმა, მისი სამოქმედო აქტივობებით. კერძო სექტორის როლი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და მინდა გამოვყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომელიც გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს და ხელს შეუწყობს სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში არსებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე.

„ძალიან კარგი მაგალითია ჩვენი სამინისტროს ძალიან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი კერძო სექტორთან და სწორედ თქვენთან დიალოგიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დამატებით ენერგეტიკის სექტორში, კონკრეტულად კი ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი გაძლიერებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს ამ ყველაფერს – ირაკლი კობახიძე
  • ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გამოკითხვაზე დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ “არარელევანტური” უწოდა
  • ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge