Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირველი შეხვედრა რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება – ირაკლი კობახიძე

November 16, 2026
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ – ირაკლი კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება.

“ამ ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და 2 ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება, ეს ერთი. რაც შეეხება, ურთიერთობებს ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი, ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული… [პირველი შეხვედრა] სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება. სად იქნება, როგორ იქნება, ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს.” – უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დანიშნა. კობახიძის თქმით, ზურაბაშვილი მინისტრის მოადგილის პოსტსაც შეინარჩუნებს და “ბატონი გიორგის თხოვნა იყო, პარალელურად, განეგრძო მოადგილის მოვალეობის შესრულებაც”.

“რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი მისი ცოდნითა და გამოცდილებით საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს” – განაცხადა კობახიძემ.

სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დეკემბრიდან ვაკანტური იყო. იქამდე, 2024 წლიდან, ამ პოსტს გიორგი ქაჯაია იკავებდა, რომელიც მანამდე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ქაჯაიას გადადგომის შემდეგ, მათ აქცენტი გააკეთეს “სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად – ბატონი ალეკო წულაძე”.

“აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ქაჯაიამდე, 2012-2024 წლებში რუსეთთან პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გამოკითხვაზე დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ “არარელევანტური” უწოდა
  • ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
  • ენერგეტიკის სექტორის მიმართ გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების, მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე – მარიამ ქვრივიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge