Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტო კომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო – ეს სისტემური პრობლემაა! რეჟიმი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სანდოობას – ლაშა ფარულავა

November 16, 2026
საზოგადოებას ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვის – ლაშა ფარულავა

საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტებთან დაკავშირებით უკვე არამხოლოდ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული გუნდი, არამედ დიდი ბრიტანეთის ელჩიც საუბრობს – ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და, რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ინსტიტუციები მფარველობენ ამ დანაშაულებრივ სისტემებს და მათი მთავარი გვერდში მდგომები არიან.

„საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტებთან დაკავშირებით არამხოლოდ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული გუნდი, არამედ უკვე დიდი ბრიტანეთის ელჩიც საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული სისხლიანი ფულის კრიპტო სამრეცხაოდ, ტრანსნაციონალური დანაშაულის, კრიმინალებისა და თაღლითების თავშესაფრად აქცია!

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ერთი წლის წინ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე. თუმცა ეს პროცესები არ შეჩერებულა. „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, ყაზბეგის ქუჩაზე მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ფული, როგორ თეთრდება კრიპტო გადარიცხვებით.

ივანიშვილის ინსტიტუციები, რომლებიც საკუთარ კანტორად გადააქცია, მფარველობას უწევენ და ამ სისტემის მთავარი გვერდში მდგომები არიან.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, ფინანსური ზედამხედველობის საკითხებში კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, რომელიც ხან რუსეთის აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს მფარველობს და ხან ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს იყენებენ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.

აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია ტერორიზმის მხარდაჭერის გამო დაასანქცირა, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტო კომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო.

ეს უკვე ცალკეული შემთხვევები აღარ არის – ეს სისტემური პრობლემაა! ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და, რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას!”, – განაცხადა ფარულავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის არის დამაზიანებელი, როგორც ეკლესიისთვის ისე ქვეყნისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მეუფე იობზე
  • “ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • “ვფიქრობ, ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას”- რას ამბობ ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge