Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეწყდეს ბლუყუნი „შეცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა – მიხეილ სააკაშვილი რაც შეეხება ოპოზიციის გამოსვლებს ბათუმში, ბეჟაშვილს და წითლიძეს კარგად უჭირავთ თავი, მაგრამ ჩემი შეხედულებების გამოხატვას ვერავინ ამიკრძალავს –

November 16, 2026
შეწყდეს ბლუყუნი „შეცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა – მიხეილ სააკაშვილი რაც შეეხება ოპოზიციის გამოსვლებს ბათუმში, ბეჟაშვილს და წითლიძეს კარგად უჭირავთ თავი, მაგრამ ჩემი შეხედულებების გამოხატვას ვერავინ ამიკრძალავს –

შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე” და „გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის თქმით, ციხეს ძველებურად ორგანიზებული კრიმინალები აკონტროლებენ, რასაც მისივე თქმით, „ქოცებიც“ აღიარებენ.“

„ბათუმში, „საკონსტიტუციო სასამართლოში“, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს დროს ბევრი საჩივარი იყო სტრასბურგში.

იცით, ისტორიულად, როდის და საიდან იყო ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში? – ეს იყო მაშინ, როცა სიციალიაში დაიწყეს ნამდვილი ბრძოლა მაფიასთან, რომელსაც სათავეში ედგნენ გენერალი დელლა კიეზა, ბორსელინო და ფალკონე და ასევე ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც მუდმივად მწერს წერილებს ახლაც ციხეში, პალერმოს მაშინდელი მერი, ლეოლუკა ორლანდო.

სწორედ ლეოლუკა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის ოპოზიციაში როცა ვიყავი, არაერთხელ ჩამოსულა თბილისში, ჩემს მხარდასაჭერად, შეხვედრებზე დამყვებოდა ვაკის რაიონში.

ის იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც დავუპირისპირდით ორგანიზებულ დანაშაულს საქართველოში. ორლანდო მიყვებოდა, რომ მაფიოზებს ჰყავდათ საუკეთესო ადვოკატები და ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით საჩივრებს წერდნენ ყველა ინსტანციაში. მიუხედავად ამისა, სიცილიური მაფია მაშინ დამარცხდა, თუმცა ამ ბრძოლას შეეწირნენ ფალკონე და ბორსელინო, ხოლო ორლანდო გადარჩა და ახლა ევროპარლამენტის დეპუტატია.

ხოდა დროა შეწყდეს უაზრო ბლუყუნი “შეცდომებზე” და “გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ.

რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ის შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ იწერება ახლა საჩივრები სტრასბურგში ციხეებიდან, ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეებს ვერ აკონტროლებდნენ. ახლა თვითონ ქოცებმაც აღიარეს, რომ ციხეს ისევ ძველებურად აკონტროლებენ ორგანიზებული კრიმინალები. მათ მიერ სტრასბურგში სარჩელების დაწერა უმკაცრესად ისჯება.

რატომღაც ყველამ უცებ მიივიწყა ის ორი პატიმარი, რომელიც საკანში მოკლეს კრიმინალებმა და ორივე “თვითმკვლელობად” გააფორმა ადმინისტრაციამ – ერთი ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდაო და მეორემ “ტუალეტში თავი ჩამოიხრჩოო” და ვითომ არაფერი.

მინდა გაგახსენოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ციხეში კრიმინალები ხმამაღლა სკანდირებნდენ “ბიძო მოვიდა, ჩვენი დრო დაბრუნდა”.

ასევე მინდა დავწერო, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის გამოსვლები ბათუმში კარგია და რა თქმა უნდა, მაღალი აზრის ვარ უერთგულეს ლევან ბეჟაშვილზე და ანი წითლიძეზე, მათ მთელი რიგი სწორი მიგნებები ჰქონდათ და საერთოდ კარგად უჭირავთ თავი, მაგრამ ვინაიდან პროცესი ჩემს მმართველობას ეხება, მეც მაქვს ჩემი მყარი შეხედულებები და ვერავინ ამიკრძალავს მათ გამოხატვას“, – წერს სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის არის დამაზიანებელი, როგორც ეკლესიისთვის ისე ქვეყნისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მეუფე იობზე
  • “ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • “ვფიქრობ, ეუთო-ს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას”- რას ამბობ ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge