გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
საუბარია დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარის არ დასწრების ფაქტზე.
კოსის თქმით, საქართველოს მტავრობას დაკავშირებადობის ღონისძიებებზე ჩამოსვლა იმიტომ არ უნდა, რომ უმაღლეს დონეზე არ არიან მიწვეულები:
“მოხარული ვარ, რომ გუშინ გვყავდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოდან. ვესაუბრე მათ და კვლავ სწამთ ქვეყნის ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ქაღალდზეა. სანამ ქვეყანა არ წაიწევს წინ იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა როგორ შეგვიძლია მაღალ დონეზე მუშაობა საქართველოსთან. ორჯერ თუ სამჯერ მოვიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე”- აცხადებს კოსი “ევროსკოპის” თანახმად.
ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ დაესწრება.
“16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
![ჩვენ ვცდილობთ საქართველოს [მთავრობასთან] მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2026/11/1762271409-marta-kosi.jpg)