Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და 2031 წლისთვის დაგეგმილია ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება”- ირაკლი კობახიძე

November 16, 2026
2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%, მოხარულები ვართ, რომ ეს დადებითი დინამიკა წელსაც შენარჩუნდა – ირაკლი კობახიძე

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი.

„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით. დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ამ სფეროში, ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, 2029 წლისთვის უკვე დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ასევე, აეროპორტებთან მიმართებაში, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები, თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები. ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ თემას“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ – რუსული მედია
  • 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს – ირაკლი კობახიძე
  • “დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და 2031 წლისთვის დაგეგმილია ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება”- ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge