Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობისთვის, მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს

November 16, 2026
ცნობისთვის, მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს

“ჯერ 2026 წელი არ დასრულებულა და ე.წ. სქროლით გარდაცვალების 2, დაშავების კი დაახლოებით, 800-მდე შემთხვევა გვაქვს უკვე”, – ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ რადიო “პალიტრას” გადაცემაში “თქვენი დრო” ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ კუთხით არსებული რეგულაციების გადახედვა ნამდვილად საჭირო და დროულია, თუმცა, როგორც იზორია აღნიშნავს, სამუშაოა კანონის აღსრულების ნაწილშიც.

ცნობისთვის, მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში იყო აღნიშნული.

კერძოდ, გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს კანონპროექტის შემუშავებას და პარლამენტში წარდგენას, რომლის მიზანიც ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშიც იყო საუბარი.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ელექტროორბორბლიანი თვითმგორავი, რასაც ჩვენ სქროლებს ვეძახით, მართლაც მზარდი სატრანსპორტო საშუალებაა. ბოლო წლებში მისი პოპულარობა გაიზარდა, მათ შორის – ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

მოგეხსენებათ, 2025 წელს 800-მდე შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანი დაშავდა. ოღონდ ეს ის შემთხვევებია, როდესაც სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო, კონკრეტული საქმე აღიძრა ამ მძიმე შემთხვევებთან დაკავშირებით და აქედან 1 გარდაიცვალება იყო.

თუმცა, ჯერ 2026 წელი არ დასრულებულა და გარდაცვალების 2, დაშავების კი დაახლოებით, 800-მდე შემთხვევა გვაქვს უკვე.

აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მზარდია და ვფიქრობ, ყურადღებას საჭიროებს. დაანონსდა ისიც, რომ მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები და რეგულაციების გადახედვა, რასაც ვეთანხმები. აუცილებელია შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაკანონება.

საქართველოს კანონმდებლობით უკვე გვაქვს გარკვეული წესები დადგენილი, თუმცა ამის აღსრულება არ ხდება. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რაც ფურცელზე გვიწერია, მთლად ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, აღსრულება მოკოჭლებულია.

20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარული კანონმდებლობით აკრძალულია. თუ ეს ელექტროორბორბლიანი თვითმგორავი ტროტუარზე გადაადგილდება, 5 კმ/სთ-ზე მეტით არ უნდა იმოძრაოს. აქვე, მინიმალური ასაკი 14 წელია, ამ ასაკის შემდეგ შეიძლება მისი მართვა.

თუმცა, მიუხედავად ამ პრობლემის დაყენებისა, აღსრულება ვერ ხდება და არსებული რეგულაციები ყველა მიმართულებით ირღვევა”, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ – რუსული მედია
  • 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს – ირაკლი კობახიძე
  • “დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და 2031 წლისთვის დაგეგმილია ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება”- ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge