Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ავარია მოუვიდა, ხალხი გაოცებული იყო, როგორ გადარჩაო. დამპირდა, არასოდეს შეგარცხვენო. შემარცხვინა კი არა, ზეცაში ამიყვანა“ – საბა ლაზიშვილის დედა

November 16, 2026
„ავარია მოუვიდა, ხალხი გაოცებული იყო, როგორ გადარჩაო. დამპირდა, არასოდეს შეგარცხვენო. შემარცხვინა კი არა, ზეცაში ამიყვანა“ – საბა ლაზიშვილის დედა

ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის, 21 წლის საბა ლაზიშვილის წარმატებულ დებიუტს მისი დედა, ეთერ ლაზიშვილი ემოციური სიტყვებით ეხმაურება. როგორც სპორტსმენის დედა იხსენებს, შვილს მისთვის მიცემული პირობა არ დავიწყებია და საკუთარი წარმატებით დედა განსაკუთრებულად გაახარა.

„რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში ეთერ ლაზიშვილი იხსენებს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც საბას სკოლის დამთავრების შემდეგ, გამოსაშვები საღამოს პერიოდში შეემთხვა. დედის თქმით, ავარიის შემდეგ შვილმა პირობა მისცა, რომ არასდროს ჩაიდენდა ისეთ საქციელს, რომელიც დედას შეარცხვენდა.

„როდესაც გამოსაშვები საღამო ჰქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, აი იმ გამოსაშვებ საღამოზე მოუვიდა ავარია. ისეთი ავარია, რომ გაოცებული იყვნენ ადამიანები, როგორ გადარჩა ეს ბიჭი. ერთხელ მითხრა: დედა, იცოდე, ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, შენ რომ შენი სახელი წავშალო, შენი ამაგი რომ წავშალო. არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რომ შეგარცხვენოო.

შემარცხვენა კი არა, ზეცაში ამიყვანა შვილმა. გუშინ მადლობებს ვუხდიდი, რომ ასე მასახელა. მისი ეს სიტყვები მახსოვს და მართლაც შეასრულა თავისი პირობა“, – ამბობს ეთერ ლაზიშვილი.

შეგახსენებთ, 21 წლის საბა ლაზიშვილი გუშინ, აბუ დაბიში, Etihad Arena-ზე გამართულ Real American Freestyle-ის ტურნირზე სადებიუტო ბრძოლით წარდგა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამერიკული ჭიდაობის ლეგენდა ურაია ფეიბერი იყო.

საბა ლაზიშვილმა მეტოქე ანგარიშით 12:7 დაამარცხა და სადებიუტო გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ ამ გამარჯვებით საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბიძაშვილი მეჯდა გვერდით და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი? მიპასუხა, არაო“ – გელა დაიაური მუცოს ტრაგედიას იხსენებს
  • ევროკავშირის მაღალი დონის სამიტზე როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მიწვევას არ უგზავნიან, ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი, შანტაჟი, ამის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით დიალოგის რეჟიმში – ირაკლი ჭეიშვილი
  • აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის – თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge