თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა.
სამართალდამცველების მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
დაკავებულებს რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.
