Sunday, November 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული” – შალვა პაპუაშვილი

November 15, 2026
“სასამართლოში პარტიები „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ, არალევანტურია, იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზს აქვეყნებს.

„მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას. ევროკავშირში დღეს ეს ბევრისთვის ცხადია – ენერგომატარებლების მაღალი ფასები, საწარმოების საზღვარგარეთ გადინება, უმეტეს ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა და ბევრი სხვა პრობლემა.

მოლდოვის მაგალითი ამ განსხვავებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აჩვენებს.

მოლდოვამ, რომელსაც 2021 წელს 13,9%-იანი ზრდა ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პოლიტიკა ბრიუსელის მოთხოვნებს დაუქვემდებარა, 2022 წელს ჯერ 4,6%-იანი ეკონომიკური ვარდნა განიცადა (მაშინ როცა იმავე წელს ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა), 2023 წლიდან კი 1%-იანი ზრდის ფარგლებს ვერ გასცდა.

ევროკავშირიდან დაპირებული მილიარდების ფონზეც კი, წელს მოლდოვის ეკონომიკა მხოლოდ 1,5%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს 7,2%-იან ზრდასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია.

ეს სხვაობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მას კონკრეტული ფასი აქვს.

2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,2%-ის ნაცვლად, მოლდოვის მსგავსად, 1,5%-ით რომ გაზრდილიყო, საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტს, მინიმუმ, 1 მილიარდი ლარი დააკლდებოდა. ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტში პენსიების, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსებას სწორედ 1 მილიარდი ლარით ვზრდით. ცხადია, რომ დამოუკიდებელი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ამ დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება გაცილებით რთული იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ ბრიუსელი ამ დანაკლისს არ აანაზღაურებდა – არც პენსიების ზრდას დააფინანსებდა და არც ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავდა.

და, ერთიც. რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ მოლდოვამ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი და ახლა გაზს ევროკავშირისგან ყიდულობს. ეს ყველაფერი კარგი, თუმცა აქ ერთი დეტალია – 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოლდოვაში 1მ³ გაზის ფასი მომხმარებლისთვის 0,65 ლარი იყო, წელს კი 3,75 ლარს მიაღწია. სხვათა შორის, საქართველოში 2021 წელსაც და დღესაც 1მ³ გაზის ფასი 0,56 ლარია, მოლდოვაზე 7-ჯერ იაფი.

დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.

ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა, და ის არასდროს უნდა დავთმოთ“, – წერს პაპუაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული” – შალვა პაპუაშვილი
  • “საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები” – ზურაბ ჩაფარიძე
  • “ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge