Sunday, November 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

November 15, 2026
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მე ვრჩები ქართული ფეხბურთის გულშემატკივრად, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას. ჩვენ დავასრულებთ უსამართლობას და აღვადგენთ ქართული ფეხბურთის დიდებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, რომ „საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას“.

„მორიგი მარცხი ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სრული კრახი არის აბსოლუტურად კანონზომიერი. ჩვენ გვყავს ფეხბურთელების ბრწყინვალე თაობა, რომელიც პირდაპირი შედეგია ჩემი პრეზიდენტობის დროს ფეხბურთის ფედერაციაშია კორუფციის აღმოფხვრის. ხოლო ბოლო წლების სამარცხვინო თამაში არის, ერთი მხრივ, დიდი კორუფციის საფეხბურთო სფეროში და, მეორე მხრივ, ნაკრების ბევრი წევრის პოლიტიზაციის დამსახურება. მარტო „ქოცების“ რეკლამაში გადაღება და „ქოცური“ ბიზნესების წილებში ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ჩასმა რად ღირს.

ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ დაკარგეს მათ სახე, საკუთარი თამაში და გულშემატკივართა უმრავლესობა, ჩემი ჩათვლით. მე ვრჩები ქართული ფეხბურთის გულშემატკივრად, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას.

როგორ არ გავიხსენო, რომ შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფს, ამსტერდამში შოთა არველაძე ღიად მმასპინძლობდა, ხოლო ლეგენდარული რამაზ შენგელია და ვოვა გუცაევი თბილისის ეზოებში დამყვებოდნენ ადგილობრივ ბავშვებთან ფეხბურთის სათამაშოდ, მაშინ როცა კორუმპირებულ რეჟიმს ვებრძოდით. ამ ფეხბურთელებს ჰქონდათ მოქალაქეობრივი პოზიცია და არ ეშინოდათ მისი ღიად გამოთქმის. ჩვენ დავასრულებთ უსამართლობას და აღვადგენთ ქართული ფეხბურთის დიდებას!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები” – ზურაბ ჩაფარიძე
  • “ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან კი ნუ უყურებთ” – მამა გიორგი ჯამდელიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge