მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გარდაცვლილ 22 წლის დათო ძამაშვილს ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან.
„შენთან რა უნდოდა ვერანა სიკვდილს, დათუჩა… როგორ გაანადგურე, შვილო, ოჯახი. როგორ მოგვიკალი გულები, ჩემო ჭკვიანოო“, – წერს ნონა შუბითიძე და ამბობს, რომ გარდაცვლილი მისი დეიდაშვილის შვილია.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, 14 ნოემბერს მოხდა. მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
