Saturday, November 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“საქმე არის იმ სცენარის გაგრძელება, რომლითაც არაფერი არ გამოუვიდათ…” – რას ამბობს ვატო ყიფიანის ადვოკატი

November 14, 2026
“საქმე არის იმ სცენარის გაგრძელება, რომლითაც არაფერი არ გამოუვიდათ…” – რას ამბობს ვატო ყიფიანის ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე – ვატო ყიფიანის და სხვა პირების ადვოკატი, მარიკა ფხალაძე წინასწარ დაწერილ სცენარს უწოდებს ახალ სისხლის სამართლის საქმეს.

უფლებადამცველის თქმით, ეს საქმე იმ ციხიდან გამოგზავნილი წერილების გაგრძელებაა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ფეიქრიშვილები ბერას ძმაკაცს შველას და თავისუფლებაზე გამოსვლას სთხოვდნენ.

მარიკა ფხალაძე ამბობს, რომ მაშინ ეს ტყუპ ძმებს არ გამოუვიდათ და ახლა “ახალი სცენარი დაწერეს”.

“კარგად გახსოვთ მათი (ფეიქრიშვილების) წერილები გამოგზავნილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც ითხოვდნენ გარეთ შველას, რომ ორი ძმიდან ერთ-ერთი მაინც გამოსულიყო გარეთ. მე ვთვლი, რომ რა ხდება დღეს, დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე არის იმ სცენარის გაგრძელება, რომლითაც არაფერი არ გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი”. – ამბობს ადვოკატი.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ სჯერა არც ევროპას და არც ევროპელებს, რომ “ოცნებას” საქართველოს ევროპისკენ წაიყვანს” – რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი
  • დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას დაჰპირდა, არ აუშენა და 160 000 ლარი მიისაკუთრა
  • ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, 3 პისტოლეტი, 162 ვაზნა, მჭიდები, და ავტომატური იარაღი – დაკავებულია 4 პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge