ქვეყანაში, სავარაუდოდ, ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს – ხალხი ფულის გამოძალვის ფაქტებზე ალაპარაკდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში, ამბობენ რომ საკუთარი ნათესავების სახელით, ვოც აპის აპლიკაციაში შეტყობინებებს იღებენ.
მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ დედის სახელით მიუვიდა შეტყობინება, სადაც მას მშობელი წერდა, რომ ექიმის ფული სჭირდებოდა. ქალმა მშობელს ასობით ლარი გადაურიცხა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს შეტყობინება დედამისს საერთოდ არ გაუგზავნია.
მოქალაქე ამბობს, რომ უკვე მიმართა პოლიციას.
“დედაჩემის ვოთსაფიდან მომდის შეტყობინება, რომ არის ექიმთან და სასწრაფოდ სჭირდება, რომ ექიმს დავურრიცხო 920 ლარი, იმიტომ, რომ თვითონ აქვს ინტერნეტ-ბანკს პრობლემა. მწერს საქართველოს ბანკის ანგარიშს და მთხოვს რა უნდა მივუთითო დანიშნულებაში.
მეც მომენტალურად გადავრიცხე 920 ლარი და ვუგზავნი სქრინს, 5 წუთში კიდევ მწერს, თანხა დამაკლდა, 800 ლარი იგივე ანგარიშზე და იგივე დანიშნულებით გამორიცხოო.
მე ავდექი და კიდევ აგდავრიცხე, ცოტა ხანში კიდევ რომ მომივიდა სმს 700 ლარის გადარიცხვაზე, ავდექი და დავურეკე ხო გაქვს მშვიდობათქო, დედაჩემი შოკირებული დარჩა, მითხრა, რომ მსგავსი რამ ჩემთვის არ მოუწერია. თვითონ რომ გახსნა ვოთსაფი, არ ჰქონდა მიმიწერები.
მოკლედ აღმოჩნდა, რომ არის თაღლითების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრების, ახლობლების ნომრებიდან აგზავნის ამ შეტყობინებას. დავრეკე უკვე საქართველოს ბანკში, ასევე პოლიციას მივმართე. ეს არის შპს “ფეიმენ სისტემი”, აქვს ჩვეულებრივად საქართველოს ბანკის ანგარიში და ასეთი რამ თუ შეიზლებოდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდი”, – ამბობს მოქალაქე.
