გადაუდებელი სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, თინათინის, ასმათის, ასი ათასი მოწამის, დავარის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ლესელიძის, ხერგიანის, მიქატაძის, ხიზანიშვილის, ვართაგავას, კანდელაკის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
