იმდენად აბსურდული პოზიციები გააჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაც ცნობილი გახდა ამასთან დაკავშირებით. ერთია, რომ ჩვენ მათ პოზიციებს აბსურდულს ვეძახით და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ეს დაინახა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის არგუმენტების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლების პოზიციონირება.
„ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერც შეძლებენ, მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელში არის მოყვანილი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანის თქმით, [ნაციონალური მოძრაობა] იმ ფაქტებსაც კი არ აღიარებს, რომელიც საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა, იქნება ეს „იმედის“ დარბევა თუ სხვა საჯაროდ ცნობილი ინფორმაცია.
