Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უნგრეთთან მატჩის დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედია, ეს გამოჩნდება – რამაზ სვანაძე

November 13, 2026
“ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგს უნდა მივაღწიოთ” – რა თქვა რამაზ სვანაძემ ნაკრების მატჩებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. გამარჯვება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს.

რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით თამაშს? რამდენიმე პრობლემა გვქონდა, მაგრამ ალთუნაშვილის გარდა ყველა მწყობრშია და ხვალინდელ შეხვედრაში სათამაშოდ მზადაა.

ხომ არ შეიცვალა დამოკიდებულება წინა შეკრების შემდეგ? ბევრი ვისაუბრეთ და არ ვთვლი, რომ ეს მენტალური მხარის ბრალია. ზოგადად, ფეხბურთში აღმართს დაღმართი მოსდევს. ცხადია, ეს არავის მოსწონს. რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდება. ასეთია მთელი გუნდის განწყობა.

სამწუხაროა, რომ ბოლო მატჩებში გოლები ვერ გავიტანეთ. ძალიან კარგი შემტევები გვყავს და იმედია, ხვალ გატანას შევძლებთ. რატომ გვაჯობეს პირველ შეხვედრაში აგრესიულობით? პირველი 15 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მაღალი პრესინგით ვერავინ ითამაშებს. ვთვლი, რომ მარცხის მიუხედავად, მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. ამ დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედია, ხვალ ეს გამოჩნდება.

შეკრების დროს მობილური ტელეფონების გამოყენება თუ არის შეზღუდული? მე პროფესიონალებთან მაქვს საქმე. ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა, არც ასაკობრივ ნაკრებში და არც ეროვნულ გუნდში. ბიჭები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

როდის დაეტყობა გუნდს ჩემი ხელწერა? დაკვირვებული თვალი ამას უკვე შენიშნავდა, მაგრამ დრო დაგვჭირდება, რომ მივიღოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იქაც შეამჩნევდით ჩვენთვის დამახასიათებელ სტილს. ეს არის ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ფეხბურთი, რაც ქართულ ფეხბურთს ახასიათებს“, – ამბობს სვანაძე.

რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭების ვინაობა ცნობილია
  • ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი
  • მე-9 საუკუნეში, სლავმა ტომებმა მიმართეს ვიკინგებს, ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ, მაგრამ წესრიგი არ გვაქვს, მობრძანდით და გვმართეთო, მე-9 საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ? – ევა გოცირიძე ბეჟაშვილს “ვეტინგის” სისტემაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge