მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება – როგორც ადგილობრივი გამოცემა Marneulinews. ge სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს, ეს თანხა სხვადასხვა აქტივობის დაფინანსებას მოხმარდება, მათ შორისაა სცენის მოწყობა, განათებისა და გახმოვანების უზრუნველყოფა, მუსიკალური ჯგუფების მოწვევა, დეკორაციების განთავსება და აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე წამყვანების დაქირავება.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალური და გასართობი პროგრამა, ლაზერული შოუ და ფეიერვერკი. ასევე მოეწყობა საახალწლო სივრცეები და ბავშვებისთვის გასართობი აქტივობები. პატარებს 500 სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემათ. ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 2026 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება
