Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა

November 13, 2026
საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა

საქართველო იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი 12 ნოემბერს დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საფრანგეთის ინიციატივით შეთანხმდა.

ხელმომწერთა სრული სია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციაზე მიერთებით საქართველომ, სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერა. დოკუმენტი ასევე აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები და თავად გადაწყვიტოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს.

დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინას. ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობის პირობები უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერშეტევების, უცხოური საინფორმაციო ჩარევის, ტერორიზმის, ნარკოტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.

ამასთან, NATO-ს წევრი ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებენ, რომ ალიანსი მათი კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად რჩება. დეკლარაციაში ხაზგასმულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ახალი სამხედრო ალიანსის შექმნას არ ითვალისწინებს და ხელმომწერ ქვეყნებს კოლექტიური თავდაცვის ავტომატურ ვალდებულებას არ აკისრებს. დეკლარაცია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების მხარდაჭერას ემსახურება.

დუბლინის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალციხის მერმა კათოლიკე ეკლესიას საკონფერენციო დარბაზის გამოყოფაზე უარი უთხრა – Catholic.ge
  • გვაქვს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე დამყარებული პოლიტიკა. აუცილებელია მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ღირებულებები, დავიცვათ მშვიდობა – მიხეილ ყაველაშვილი
  • ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ – ღარიბაშვილი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge