Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

November 13, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

„აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მისი დასმული კითხვების ფორმულირება არის იმ ფორმის, რომ უკვე მას წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. რაც მოვისმინეთ იყო შეკითხვა: „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას და მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რა პასუხიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, აზრის დაფიქსირება ამ შეკითხვაში და შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება. სასამართლოც ისმენდა, პლენუმის სხვა წევრებიც გუშინ ევა გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებს. ის, რაც მხარემ გააჟღერა და მასში ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ევა გოცირიძეს წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმესთან დაკავშირებით, პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა, შეკითხვა, რომელიც საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. სასამართლო არის ვალდებული დასვას ყველა წაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით შეკითხვები და გაიგოს ამასთან დაკავშირებით მხარის მოსაზრება.

თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისთვის. პირიქით, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისგან, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა. ეს შეუძლებელია! ეს განცდა დარჩა სასამართლოს, პლენუმის ყველა წევრის პოზიცია იყო ეს“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით მიმართეს.

„მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, – განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
  • “სასამრთლო აგრძელებს სარჩელის განხილვის ნაცვლად პარტიის გასამართლების ანტიკონსტიტუციურ პროცედურას” – რას წერს ნიკა გვარამია
  • ბრალის წარდგენა წამების მუხლით უნდა მომხდარიყო, როგორ ბედავთ 3 წლიან მუხლს? რატომ არ არის დაკავებული გიჩო მარგველაშვილი? ზაუტაშვილი სხვა ჯგუფია? პაატა სალიას კი ვეუბნები: დაწერე განცხადება და წადი! –

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge