UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთიანობის შესახებ ემოციურ განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ქართველები ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს იცავენ.
„საქართველო უბრალოდ მიწის ნაჭერი არ არის. ის არის საზოგადოება. ოჯახი. რომელიც ერთად ზეიმობს და იცავს ერთმანეთს. ყოველთვის. დაუპირისპირდი ერთ ჩვენგანს და შენ დაუპირისპირდები ყველას“, – წერს UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში.
