Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე დისკუსია იყო – მოსამართლემ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა: „იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით“

November 12, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე დისკუსია იყო – მოსამართლემ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა:  „იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით“

ვთქვი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს [სანდრო გირგვლიანის საქმეს] განიცდით-მეთქი. არ უნდა მქონდეს ამის იმედი? , – ამ შეკითხვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენლებს მიმართა.

მანამდე, ევა გოცირიძემ ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და გაიხსენა ფაქტი, რომლის მიხედვითაც, მაშინ სახელმწიფომ ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„სხვათა შორის, მე ვესწრებოდი ამ საქმის [გირგვლიანის საქმის] განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და კარგად მახსოვს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, რა არგუმენტი წარმოაყენა. მე გეუბნებით დანამდვილებით – მან თქვა, რომ მკვლელები იმ წუთას სამსახურებრივ უფლებამოსილების არ ასრულებდნენ, არ ეცვათ სამსახურის ფორმა და ეს, პირად კონფლიქტად უნდა იქნეს განხილულიო. მხოლოდ ამიტომ მოხდა ის, რომ მეორე მუხლის არსებითი განხილვა არ იქნა დადგენილი, თუმცა თუ გახსოვთ და ალბათ, ამას ვერ უარყოფთ, რომ მაშინ სახელმწიფომ უარი თქვა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და როდესაც ევროპულმა სასამართლომ მას მოსთხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა მკვლელებსა და სუფრის მონაწილეებს შორის, მიუხედავად რამდენიმე თხოვნისა, სახელმწიფომ უარი თქვა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და ამას მოჰყვა კიდევაც კონვენციის 38-ე მუხლის ცალკე დარღვევის აღიარება, სწორედ იმის ნიშნად, რომ სახელმწიფომ არ ითანამშრომლა. აი, ეს ინფორმაცია, რომ გადაცემული ყოფილიყო არ არის გამორიცხული, მეორე მუხლის არსებითი დადგენაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, ისეთი საუბრები, რომ სახელმწიფოს ერჩივნა 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო, რა იყო ამ საუბრებში“ , – გააცხადა ევა გოგიძემ.

მოსამართლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.

„ქალბატონო ევა, მადლობა, რომ თქვენს პირად შთაბეჭდილებას გვიზიარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პირადი შთაბეჭდილებებიც ძალიან მძიმე არის ამ საკითხთან დაკავშირებით“ , – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის ამ განცხადებას, მოსამართლემ ასე უპასუხა: „იმედია“.

მოსამართლის ამ პასუხს ანა წითლიძის პასუხი მოჰყვა და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსამართლე ევა გოცირიძე წინასწარ გამოხატავს აზრს, მაშინ მისი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. წითლიძის თქმით, მოსამართლის მხრიდან ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

„რას გამოვხატავ, ქალბატონო, რომელი აზრი გამოვხატე, მაგალითად? [ვთქვი], ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით-მეთქი. არ უნდა მქონდეს ამის იმედი?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

მოსამართლის ამ განცხადებაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ლევან ბეჟაშვილი და აღნიშნა, რომ „ყველა ადამიანის უფლებების დარღვევას, ადამიანები განვიცდით და ვითვალისწინებთ“. თავის მხრივ მოსამართლის განცხადებას გირგვლიანთან დაკავშირებით უპასუხა ანა წითლიძემაც.

„ქალბატონო ევა, გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი, მაგრამ გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების მიმღები, რასაც მე დღესაც ვაპროტესტებ, იყო ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც არის სასამართლო სისტემაში. ამიტომ, თქვენი კითხვის პასუხად არის სწორედ ეს. თქვენ ცდილობთ, რომ იმ დროს, მომხდარი შეცდომები, გადაცდომები კონკრეტული პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, განაზოგადოთ მთელ ნაციონალურ მოძრაობაზე, მათ შორის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ, 2012 წლიდან ვართ „ნაციონალურ მოძრაობაში.

თავის მხრივ სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ანა წითლიძეს ამ განცხადებაზე უპასუხა,რომ ევა გოცირიძე არ აზოგადებს, უბრალოდ შეკითხვას სვამს და ნუ ჰგონიათ, რომ ევა გოცირიძე მათ რაიმეში ადანაშაულებს, რადგანაც ეს, ასე არ არის.

„ასე გამოსდის“- უპასუხა ანა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
  • თეთრი სახლის მახლობლად 5 ადამიანი დაჭრეს
  • საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე დისკუსია იყო – მოსამართლემ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა: „იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge