სინამდვილეში, „კოლექტიურ კალასებს“ არც უკრაინა აინტერესებთ, არც ევროკავშირის ინტერესი აქვთ – ერთადერთი რისი ინტერესიც აქვთ, სწორედ ის ხდება დღეს უკრაინაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დღეს ევროკავშირში ნამდვილად ცივილიზაციური უფსკრული არსებობს.
„საზოგადოება ხედავს, რომ როგორც კი შესაძლებლობა ხდება, რომ წინ წაიწიოს მოლაპარაკებებმა მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ეს ადამიანები მაშინვე აქტიურდებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობა არ შედგეს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებებმა მოიტანა, რომ დღეს ნამდვილად ცივილიზაციური უფსკრული არსებობს ევროკავშირში. ეს არის პირველ რიგში სწორედ იმ ევრობიუროკრატების დამსახურება, რომლებიც წარმოადგენენ არა ევროპელ ევროპელ ხალხს, არამედ იმ ძალებს, ვისაც აქვთ ომის და არა მშვიდობის ინტერესი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
