“მხოლოდ ლაჩრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ იმაზე, რაც ჩაიდინეთ. ნამდვილი კაცებისგან ძალიან შორს ხართ” | წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში და მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
დღეს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს დაღესტნელი მებრძოლები – უსმან და უმარ ნურმაგომედოვები და მათი მეგობრები თავს დაესხნენ.
