Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

November 11, 2026
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ინიციატივა, რომლის ამოქმედების შედეგად დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები I მოსმენით – 79 ხმით (10 – წინააღმდეგი) მიიღო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონის პროექტი 10 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, თუმცა მას დღეს ეყარა კენჭი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში აისახება, არჩევნების გასაჩივრების წესებს ეხება – არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად შესაძლოა კონკრეტული პირობები დაუწესდეს, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. კერძოდ, საარჩევნო კანონს ამ მიმართულებით ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება. ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. ამასთან, სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით იმსჯელოს და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ცესკოს მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება დაავალოს.

საკანონმდებლო ცვლილებათა შორის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ. პროექტის მიხედვით, “საარჩევნო კოდექსიდან“ შესაბამისი მუხლი ამოდის.

არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებიც იცვლება. როგორც პარლამენტის, ასევე მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც სწორედ ცესკო გამოსცემს.

საკანონმდებლო ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. დგინდება, რომ როგორც პარლამენტის, ასევე დედაქალაქის და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს განხორციელდება.

გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო სუბიექტების და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა კი, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღით განისაზღვრება.

ასევე იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადა. კერძოდ, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მოქმედი კანონით, ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ცესკოს და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები საკუთრივ ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება ხდება. დგინდება, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას ცესკოსი/საოლქო საარჩევნო კომისიის ნაცვლად, კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს.

კანონის პროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი შატაკიშვილი. პროექტს კომიტეტებს დავით მათიკაშვილი წარუდგენს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2027 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება და 98 მილიონს გადააჭარბებს
  • ადვოკატი ციხეში პაატა მანჯგალაძეზე სავარაუდო ტერორის მცდელობის დეტალებზე საუბრობს
  • ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge