ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ქვეყანაში ცენზურის დაწესებას ეხმაურება კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი. სასულიერო პირი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დაპატიმრებას გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა მოკლევადიან შედეგს იძლეოდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანი ვერ იქნება.
რაც შეეხება ოპოზიციის აკრძალვას, სხვადასხვა სიტყვების აკრძალვას, ცენზურას, ცენზურა არასდროს არის გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული. კი, შეიძლება, ადამიანს აუკრძალო ლაპარაკი, სიტყვის თქმა, რაც არ მიმაჩნია სწორად, მითუმეტეს, რომ ამისთვის საპატიმროში მოხვდეს ადამიანი, არ მიმაჩნია გამართლებულად, მაგრამ ეს არის მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან შედეგს შეიძლება იძლევა, მაგრამ გრძელვადიან შედეგზე არ არის ორიენტირებული. ასე რომ, ალბათ შეიძლება, რომ მშვიდად უყუროს ამას ადამიანმა და ხომ გეუბნებით, გამოსავალს მე ვხედავ რელიგიური ცხოვრების გაღრმავებაში, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი
