Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხმაურის და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

November 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხმაურის და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, კამათი იყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა მოსარჩელე მხარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე მოვლენების დროს, დაახლოებით, სამართალდამცველი ორგანოს 170 წარმომადგენელი დაზიანდა.

არჩილ გორდულაძემ აღნიშნულით უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას, თუ აქვს დათვლილი მოსარჩელე მხარეს, რა საგარეო და საშინაო ზიანი მიაყენეს ქვეყანას სარჩელში მითითებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა?

„სარჩელშიც და თქვენს ახსნა- განმარტებაშიც საუბარი იყო, რომ ამ მოქმედებებით, რაც განპირობებული იყო იმ შეთანხმებებით, რაც მოპასუხე პარტიებმა განახორციელეს, კონკრეტული ზიანი მიიღო სახელმწიფომ. აქ საუბარია საგარეო და საშინაო ზიანზე. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ან თუ დათვლილია საგარეო კუთხით, რა ხელშესახები ზიანი იყო? – პირობითად, ვიზების საკითხი, შეიძლება რეზოლუციები იქნება მიღებული, შეიძლება პროექტებში შეგვეზღუდა თანამშრომლობა ან სარგებლის მიღება და შიდას რაც შეეხება, ამ არეულობების პერიოდში თუ არსებობს დათვლილი რაიმე ხელშესახები ზიანი, მატერიალური იქნება ეს თუ, პირობითად, პიროვნებების ან სამართალდამცველების დაზიანება?“-იკითხა როინიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სასამართლოსგან მოითხოვდნენ, მოსარჩელეს დაეზუსტებინა 170 პოლიციელის დაშავების საკითხი სარჩელში მტკიცებულების სახით, სად ჰქონდათ მითითებული.

„როდესაც რაღაც ითქმება, იქნებ მტკიცებულებით მიუთითოს, რომ ვნახოთ, სად არის ეს ყველაფერი. ანუ 170 კაცი დაზიანდა – ეს თხზულებაა თუ მტკიცებულება არ არის. ხომ გამოვტოვეთ, ბატონო თავმჯდომარე, მტკიცებულებების გამოკვლევა და აქ მაინც გვითხრან, რომ ჩავინიშნოთ მტკიცებულება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„არაფერი გამოუტოვებია სასამართლოს, ნუ უტრირებთ“, – მიმართა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ. თავის მხრივ, არჩილ გორდულაძემ საკუთარ სამუშაო ლეპტოპში „დაშავებული პოლიციელების ამსახველი ფოტოები“ გახსნა და სასამართლოს უჩვენა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა ნიკა გვარამიას მწვავე პროტესტი და გორდულაძესთან სიტყვიერი დაპირისპირება. საბოლოოდ, სხდომის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას გაფრთხილება მისცა და სხდომიდან გაძევებით დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა, თუმცა მოსამართლე ნადარაიამ მასაც სიტყვის უფლება არ მისცა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

„დაბრძანდით ახლა, თორემ მიგაბრძანებთ გარეთ. არ გაძლევთ სიტყვას!“ – განაცხადა ნადარაიამ.

ნადარაიამ ამასთან განმარტა, რომ კითხვების ეტაპზე, უნდა მიიღონ ის პასუხი, რა პასუხსაც იძლევა მხარე, მიუხედავად იმისა, ეს პასუხი რომელიმე პარტიას მოსწონს თუ არა.

ასევე, კამათის პროცესში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა სასამართლოს მოუწოდა, არჩილ გორდულაძისთვის უზრდელობისთვის „შენიშვნა“ მიეცა.

„ბატონო მოსამართლე, ბატონი არჩილი უზრდელობს პროცესზე და იქნებ მისცეთ შენიშვნა, რომ უზრდელური კომენტარები მხარის მიმართ აქ მაინც არ გამოიყენოს, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, სადაც ის თამაშობს ხოლმე“, – მიმართა ბუჩუკურმა სასამართლოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კვირებია თვალებში უსინდისობას და არაკვალიფიციურობას ვუყურებ და ამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ პიროვნულ საკითხებზე გადასვლის მოთმენას, იქნება ეს მურთაზ ზოდელავას მოხმობით თუ სხვა რამით, არც შემიძლია და არც ვაპირებ!
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  • 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი: დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება დაინახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge