თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ გადაწყვეტილებები დანარჩენი ევროპის შესახებაც მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დანიის პრემიერ – მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც ისაუბრეს ევროპის ერთიანობაზე და იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსული აგრესიის შემდგომ გავრცელებას უშლის ხელს.
„სრულად ვეთანხმები მეტეს: თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ გადაწყვეტილებები დანარჩენი ევროპის შესახებაც მიიღოს. ჩვენ რუსებზე უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ; ამას კი მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
