ევროპაში მიმდინარე აქციებს და მათზე ბრიუსელის რეაგირებას კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ დღეს ევროპის ქალაქებში მკაცრად ისჯება სწორედ ის ძალადობა, რომელიც თბილისის ქუჩებში “მშვიდობიან პროტესტად” იყო მონათლული.
მათივე შეფასებით, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლასა და პოლიციაზე თავდასხმას ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში ანალოგიურ დარღვევებს უკვე ტერორსა და მკვლელობის მცდელობას უწოდებენ.
“ვაწყდებით მოცემულობას, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის დანაშაული მათი სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით და საკმაოდ სოლიდური პასუხისმგებლობით ისჯება, ხოლო საქართველოში იყო მცდელობა, რომ ანალოგიური ქმედება გაესაღებინათ აზრის თავისუფლად გამოხატვის მოცემულობაში, რაც ბუნებრივია, ძალიან საწყენია. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც არ იღლება ევრობიუროკრატია ქართულ რეალობასთან მიმართებით”, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
