ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს.
უწყების თანახმად, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
