Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე” – რას აცხადებს გიორგი კახიანი

November 11, 2026
“კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი”- გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მხარეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს მოსარჩელე მხარესაც მეტ საშუალებას მისცემს იმისათვის, რომ მათი პოზიციის სიმტკიცე დაანახონ სასამართლოს და საზოგადოებას.

„სასამართლო პროცესი უკვე გადავიდა ახალ ეტაპზე, რომელიც საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეტაპზე უკვე კითხვების დასმის შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, თავიდან მოსამართლეები უსვამენ მხარეებს კითხვებს. ეს პროცესი გუშინ სხდომაზე დაიწყო და დღეს გაგრძელდება. სასამართლოს მხრიდან რამდენიმე კითხვა იყო დასმული ჩვენს მიმართ და ჩვენ ამ კითხვებს გუშინ გავეცით პასუხი.

იმავდროულად ეს პროცესი გაგრძელდება და ამ პროცესის ფარგლებში, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს ჩვენი პოზიციები. ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში რა არგუმენტებს ეფუძნება ჩვენი სარჩელი და რით არის იგი დასაბუთებული. გარდა ამისა, ასევე ამ პროცესს შემდგომ მოჰყვება უშუალოდ მხარეებს შორის კითხვები და ესეც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს იმისათვის რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის სიმტკიცე დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებასაც“,-განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე, შეაფასა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები, რასაც „აბსურდული“ უწოდა. კახიანი ფიქრობს, რომ შუამდგომლობები მოპასუხე მხარეს მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით სჭირდება და აღნიშნავს, რომ გაუგებარია პროცესის შუამდგომლობების ეტაპზე დაბრუნება, მაშინ, როდესაც სასამართლომ ეს ეტაპი ორი კვირის წინ გაიარა.

„ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე. არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ მოპასუხე პარტიებს. ერთ-ერთი შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ კონკრეტული შედეგი დამდგარიყო საქმისათვის.

ეს შუამდგომლობები ერთი, ეხებოდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევას და იმავდროულად თავად აღიარებდნენ შუამდგომლობის ავტორები, რომ ფაქტობრივად ეს შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულება არის მოყვანილი და სათითაოდ ყოველი მტკიცებულების გამოკვლევა რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნებოდა და მეორე შუამდგომლობა ასევე, ჩვენი აზრით იყო აბსურდული.

ის გულისხმობდა იმას, რომ თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა რომელიმე პარტიას, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადა გადაევადებინა, როგორც თვითონ შუამდგომლობის ავტორები ამბობდნენ, ერთი თვით. რა თქმა უნდა ასეთი პრაქტიკა საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის, ფაქტობრივად სასამართლოს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა თავისივე გადაწყვეტილება და ბუნებრივია ასეთი შუამდგომლობა რომელიც თეორიულადაც ვერ დაკმაყოფილდებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი”- კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი
  • “ნუ გალანძღავთ ნატა ვიბლიანს, ის არის ტრავმირებული ადამიანი“ – ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
  • “ქართველი გადასახადის გადამხდელი ფაქტობრივად რუს მსმელებს ღვინის საყიდლად საჭირო ფულს ჯიბეში უდებს” – რას წერს რომან გოცირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge