ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12:00 საათზე გაგრძელდება.
სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება. კითხვებს სასამართლო დღესაც მოსარჩელეებთან დასვამს.
სარჩელთან დაკავშირებული სხდომები მიმდინარე კვირაში 12 და 13 ნოემბერსაც არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.
