Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

November 11, 2026
დააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ჯერ თანხა ჩარიცხა, შემდეგ კი აპარატი დააზიანა და თანხა უკან აიღო

იმერეთში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, იმერეთის რეგიონში 4 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის მოგვარებაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში სისტემატურად ერთვებოდნენ. ისინი მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ იღებდნენ ე.წ. „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა და 223-ე კვარტა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – წერია შსს-ს განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს: “პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია”
  • 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
  • ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge