Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

November 10, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, ბრალდებულმა წინასწარ დაამონტაჟა მის მიერ უკანონოდ შეძენილი „RGD-5“-ის მოდელის ხელის მსხვრევადი ყუმბარა და მითითებულ ადგილას ორი მოქალაქე შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. დაზარალებულების ადგილზე მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 9 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ” და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება წარმოუდგენელი კადრები, ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი
  • სამეგრელოში რამდენიმე ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს – გაიგეთ მიზეზი
  • სიახლე ორსულებისთვის – ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge